სააგენტოს შესახებ

ტექნიკური  და სამშენებლო  ზედამხედველობის  სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი შეიქმნა 2012  წლის  24 სექტემბერს და წარმოადგენს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის სამართალმემკვიდრეს.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში,

სააგენტო ახორციელებს:

  • მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლსა და ზედამხედველობას,
  • მშენებლობის ნებართვის გაცემას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს.
  • იმ შენობა-ნაგებობების  ტექნიკური  უსაფრთხოების  ნორმათა  დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი  დოკუმენტის გაცემას, რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება, მოდერნიზება, ადგილზე მომსახურება და ვაჭრობა;

ობიექტების კონტროლი ხორციელდება:

  • ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;
  • პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებით.

ნებართვის გაცემა ხდება და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგზე:

  1. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;
  2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ( მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების ) მშენებლობა.

საზედამხედველო  ობიექტები:

  1. კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის ;
  2. მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. მაღარო არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მოიპოვება მადანი, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალა;
  3. შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი სასარგებლო წიაღისეული ;
  4. ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება;
  5. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი;
  6. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
  7. ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი;
  8. თხევადი ჟანგბადის წარმოება;
  9. რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;
  10. სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი;
  11. ნავთობბაზა;
  12. მაგისტრალური ნავთობსადენი;
  13. მაგისტრალური გაზსადენი;
  14. ამწე მოწყობილობა;
  15. ლიფტი;
  16. ესკალატორი;
  17. ფუნიკულიორი;
  18. საბაგირო გზა;
  19. ატრაქციონი;
  20. საქვაბე დანადგარი;
  21. წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
  22. ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა;
  23. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით გა ნ საზღვრული ობიექტები.
  24. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები) – ვიდეომეთვალყურეობის სიტემის დამონტაჟება და ფუნქციონირება.
/

Fatal error: Call to undefined function curl_init() in /home/techinsp/public_html/index.php on line 24